GANS Main History Members Contact

GANS

Georgian Academy of Natural Sciences

საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრები პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში

26 April 2025

საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრები პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში 

პარიზ-საკლეს უნივერსიტეტთან საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლობა უკვე ორ ათეულ წელს ითვლის. აკადემიის სხვადასხვა განყოფილებებში არჩეულია გამოჩენილი მეცნიერები პარიზის უნივერსიტეტიდან (2019 წლიდან პარიზის რამდენიმე უნივერსიტეტის გაერთიანების შედეგად დაფუძნდა პარიზ-საკლეს უნივერსიტეტი - უმსხვილესი ევროპული კვლევითი უნივერსიტეტი) ძირითადად ფიზიკისა და ქიმიის მეცნიერებათა მიმართულებით. საქართველოს საბუნებისმეყთველო აკადემიის წევრები მჭიდროდ ურთიერთობენ პარიზის საკლეს უნივერსიტეტის სკოლებსა და ინსტიტუტებთან (ლაგრანჟის სკოლა, ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტი, მოლეკულურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, ბირთვული და კონდენსირებული გარემოს ფიზიკის ინსტიტუტები და სხვა. 

ამჯერად ლექცია-სემინარების ჩასატარებლად პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში იმყოფებოდა აკადემიის წევრები პროფესორები თამარ ბერბერაშვილი და პაატა კერვალიშვილი, ლექციების ძირითადი თემატიკა ეხებოდა ქართველი მეცნიერების აღიარებული მიღწევების დემონსტრირებასა და გაზიარებას ლაზერული ფიზიკისა და ტექნოლოგიების დარგში, ასევე ნანობიოსისტემების ვიბრაციული სპექტროსკოპიის ლაზერულ-სპექტროსკოპიული მეთოდების განვითარებას.

ლექცია-სემინარები ჩატარდა პარიზი-საკლეს უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტსა (ICP) და მოლეკულური მეცნიერების ინსტიტუტში (ISMO). ქართველ მეცნიერებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა ესაუბრათ საქართველოში მიმდინარე სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ პარიზ-საკლეს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან სამეცნიერო დარგში პროფესორ მეჰრან მოსტაფავისთან (სსმა-ის წევრი) და უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, პროფესორ კამილ გალაპთან. მათ წარმოადგინეს თავისი სამეცნიერო სამუშაოების შედეგები, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. გამოითქვა წინადადება ერთობლივი სამეცნიერო ლაბორატორიის დაფუძნების შესახებ ლაზერული ფიზიკისა და სპექტროსკოპიის დარგებში სხვადასხვა გამოყენებისათვის (კომპიუტერული სისტემები, მწვანე ენერგეტიკა, ბიომედიცინა). გადაწყდა უფრო ახლო ურთიერთობების დამყარება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მეცნიერების გაზრდის მიმართულებით. 

მოლეკულური მეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა თომა პინომ და მისმა კოლეგებმა შესთავაზეს ქართველ კოლეგებს თანამედროვე ლაბორატორიის დაფუძნება მათი ინსტიტუტის ბაზაზე, რაც ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტის ქართულ-ფრანგულ ერთობლივი ჯგუფის საქმიანობასთან ერთად კიდევ უფრო გაზრდის და გააძლიერებს ქართულ-ფრანგულ კოოპერაციას უახლეს სამეცნიერო ინოვაციურ მიმართულებების განვითარებაში.

პროფ პაატა კერვალიშვილის მოხსენება ლაზერული მეთოდით სამიზნეების შექმნის შესახებ ბირთვული სინთეზისათვის

შეხვედრა პროფესორ ქრისტოფ უმბერტთან პარიზი-საკლეს უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტში (ECP) და ახალი ექსპერიმენტები

პარიზი-საკლეს უნივერსიტეტის მოლეკულური მეცნიერების ინსტიტუტის (ISMO) დირექტორ პროფესორ თომას პინოსთან.

მეგობრული შეხვედრა პარიზი-საკლეს უნივერსიტეტის პროფესორთან, გამოჩენილ მეცნიერთან პედრო დე ოლივეირა-ალამედასთან. 

პაატა კერვალიშვილი პარის-საკლეს უნივერსიტეტის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან.

პროფესორი თამარ ბერბერაშვილი თავის კოლეგა პროფესორ თომა პინოსთან პარიზ-საკლეს უნივერსიტეტში.